14 აპრილი ქართული ენის დღეა
1978 წლის 14 აპრილს 100 ათასამდე ადამიანი წინ აღუდგა სსრკ-ის ხელისუფლების მცდელობას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ქართველი ახალგაზრდობა მზად იყო სისხლის ფასად დაეცვა ქართველი კაცისათვის უძვირფასესი განძი -მშობლიური ენა. მათმა თავდადებამ ნაყოფი გამოიღო-დღეს ქართველი კაცი ისევ ქართულად მეტყველებს და ჩვენს ქვეყანაში ქართული ისევ სახელმწიფო ენაა!!!
ღმერთმა გაგვაძლებინოს ყველა განსაცდელისთვის!!! დედაენის მადლი გვფარავდეს!!!
No comments:
Post a Comment