Monday, May 16, 2016

ტრენინგის შეჯამება

        2016 წლის 13 მაისს დავასრულეთ მეორე დონის ტრენინგი "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში".ტრენინგი გაგრძელდა 13 დღე და მოიცავდა 39 საათს.სწავლების პროცესში დავეუფლეთ კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარ-ჩვევებს, ვისწავლეთ   თუ როგორ უნდა დავგეგმოთ გაკვეთილი ისტ-ის გამოყენებით,როგორ მოვამზადოთ პრეზენტაციები, შეფასების რუბრიკები,ვიმუშავეთ ელექტრონულ ცხრილებზე. მეორე დონის ტრენინგი ძალზე საჭირო და პროდუქტიული იყო. მიღებული ცოდნადამეხმარება შემდგომ პედაგოგიურ საქმიანობაში.უღრმესი მადლობა ტრენერს, ქალბატონ ლალი გიგაურს კურსის საინტერესოდ და შინაარსიანად წარმართვისათვის!  

Tuesday, April 26, 2016

სასწავლო პროექტი

1.პტოექტის სახელწოდება: "საქართველოს მეფეთ-მეფენი"

2.პოექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:  მოსწავლეები ქართველთა დიდი მეფეების ღვაწლისა და დამსახურების  ღრმად და გააზრებულად შესწავლის მიზნით მოიძიებენ დამატებით  მასალებს როგორც ინტერნეტში, ასევე სპეციალურ ლიტერატურაში, გაეცნობიან ქართველ მწერალთა მიერ  შექმნილ ნაწარმოებებს (ლექსებს, მოთხრობებს),სადაც ასახულია მეფეთა ღვაწლი. მოძიებული მასალის გამოყენებით გამოუშვებენ კედლის გაზეთებს, დაამზადებენ ბუკლეტებს, გააკეთებენ პრეზენტაციებს PP-ში.

3.პროექტის აქტუალობა: მეფეთა ცხოვრების  შესწავლით მოსწავლეები   უკეთესად გაერკვევიან საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებში (პოლიტიკა, ეკონომიკა, რელიგია, ხელოვნება). პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს გაუღრმავებს ცოდნას წარსულის შესახებ,ასწავლის სამშობლოს სიყვარულს და გმირი წინაპრებისადმი მოკრძალებასა და პატივისცემას.

4.პროექტის მიზნები:

  • მოიძიებენ მასალებს საჭირო ლიტერატურასა და ინტერნეტში;
  • გააანალიზებენ და დააჯგუფებენ მოძიებულ ინფორმაციას დავალების შესაბამისად;
  • შექმნიან ბუკლეტებს, მეფეთა ცხოვრების ,მიშვნელოვანი საკითხების ანოტაციით.
  • მოამზადებენ პრეზენტაციას PP-ში;
  • წარუდგენენ მოძიებული მასალებს აუდიტორიას;
  • მოახდენენ ნამუშევრის ურთიერთშეფასებას.

  • 5.მონაწილეთა ასაკი:  IX კლასი

6.ვადები|ხანგრძლივობა:  3 კვირა

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის დასრულების შემდეგ დარჩება კედლის გაზეთები მეფეთა ცხოვრების შესახებ, ფოტო და ლიტერატურული მასალა,ბუკლეტები, პრეზენტაციები PP-ში, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება მრავალჯერადად.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: შესაბამისი ლიტერატურა,(ლ.სანიკიძის "დედა ისტორია".რ.მეტრეველის "დავით აღმაშენებელი") ინტენეტ გვერდები, კომპიუტერი, პროექტორი, ფლირჩატი;


9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):                                                                   1. მოსწავლეებთან პირველი შეხვედრისას მოვახდენ მათ დაყოფას 6 ჯგუფად;  (ჯგუფებში იქნება 3-4 მოსწავლე);                                                                          2.თვითოეული ჯგუფი იქნება იმ მეფის სახელობის ,რომელსაც ჯგუფი აირჩევს;
-მეფე ფარნავაზის
-ვახტანგ გორგასლის
-დავით აღმაშენებლის
-მეფე თამარის
-გიორგი ბრწყინვალის
-მეფე ერეკლეს
სახელობის ჯგუფები.                                                                                                                 3.მეფეთა ცხოვრების სიღრმისეული შესწავლისთვის ჯგუფებს მივცემ საჭირო მითითებებს,თუ რა ლიტერატურისა და ინტერნეტ საიტების გამოყენება დაჭირდება მათ სამუშაოების შესასრულებლად.

4. სამ დღეში ერთხელ შევხვდები მოსწავლეებს, გავეცნომი მათ მიერ მოძიებულ მასალებს და გავუწევ საჭირო კონსულტაციას.(სულ იქნება 6 შეხვედრა)
       მოსწავლეები:
  • გაეცნობიან მითითებულ ლიტერატურას;
  •  ინტერნეტით მოიძიებენ საჭირო მასალებს საკითხის მრავალმხრივი შესწავლისათვის;
  • შეაგროვებენ და შეისწავლიან ქართველ პოეტთა და მწერალთა შემოქმედების ნიმუშებს,   სადაც აღწერილია მეფეთა ღვაწლი;
  • გამოუშვებენ კედლის გაზეთებს მეფეთა სახელზე;
  • შექმნიან ბუკლეტებს მათ მიერ შერჩეული მეფეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ანოტაციით;
  • მოამზადებენ პრეზენტაციებს  PP-ში;
  • გამართავენ დისკუსიას მეფეთა ღვაწლის შესახებ;
  • პარალელურად ჩაატარებენ  გამოკითხვას თემაზე: "რომელი მეფის დროს იყო საქართველო უფრო დიდი და ძლიერი?"კითხვაზე მოცემული იქნება 5-6 სავარაუდო პასუხი, მაგ:
  1. ფარნავაზი
  2.  ვახტანგ გორგასალი
  3. დავით აღმაშენებელი
  4. თამარი
  5. გიორგი ბრწყინვალე
  6. მეფე ერეკლე                                                                                                                  აღნიშნული გამოკითხვიდან გამარჯვებული მეფის გუნდს გადაეცემა პროექტის სახელობის პრიზი, რომელსაც თვითონ მოსწავლეები შექმნიან.
  • პროექტის დასასრულს ჩატარდება სასკოლო ღონისძიება, სადაც მოხდება პროექტში მომუშავე ჯგუფების ნამუშევრების,(კედლის გაზეთების, ბუკლეტების,პრეზენტაციების)წარდგენა და  ურთიერთშეფასება.


10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები უკეთ შეისწავლიან ჩვენი ერის წარსულს და გაიუმჯობესებენ უნარებს ესგ -ს შესაბამისად:                                                           სტ.IX.3მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები.                                                 


  • მსჯელობს სხვადასხვა ეპოქის ქართული სამეფოების სახელმწიფო მოწყობის შესახებ. გამოავლენს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს;
  • ,ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს:   

  • ისტ.IX.5მოსწავლეს შეუძლია  აანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.  
    • მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენ მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე.
    • აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;
     ქართულ ენასა და ლიტარატურაში:განუვითარდებათ ძირითადი საკომუნიკაციო უნარები: წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი, შეძლებენ მოძიებული მასალის გააზრებას.
     ისტორიაში: მოიძიებენ მასალებს საქართველოს წარსულის შესახებ, გაიგებენ თუ რომელ მეფეს რა ღვაწლი მიუძღვის ქვეყნისა და ერის წინაშე,გააკეთებენ ანალიზს, თუ როგორ ახერხებდნენ ისინი ქვეყნის აღორძინებას, რის ფასად უჯდებოდათ მეფეთ- მეფეებს ქვეყანაზე ზრუნვა, როგორ იცავდნენ ჩვენი წინაპრები საკუთარი სისხლის ფასად მამულს, ენასა და სარწმუნოებას.                                                                                                                        
      პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს ჩაუნერგავს ისეთივე ძლიერ სიყვარულს თავის სამშობლოსი, როგორიც ქონდათ ჩვენს გმირ  წინაპრებს.

11.პროექტის ხელმძღვანლი(მასწავლებელი):ლილი ხაჩიძელლლ

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:lili.khachidze@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  http://ict2-lili.blogspot.com/

Saturday, April 23, 2016

მეორე მოდულის შეჯამება

       მეორე მოდულის განმავლობაში ვიმუშავეთ გაკვეთილის გეგმებზე,მივიღეთ. საქმიანი და ძალზე მნიშვნელოვანი მითითებები გაკვეთილის ეფექტურად დაგეგმვის კუთხით. ასევე ვიმუშავეთ პრეზენტაციებზე,განვიხილეთ შეფასების რუბრიკები. ასევე ვისწავლეთ ექსელის პროგრამაში მუშაობის საბაზისო უნარ-ჩვევები.ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამოგვადგება პედაგოგიურ მორვაწეობაში.

Thursday, April 14, 2016

14 აპრილი ქართული ენის დღეა


   1978 წლის 14 აპრილს 100 ათასამდე ადამიანი წინ აღუდგა სსრკ-ის ხელისუფლების მცდელობას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ქართველი ახალგაზრდობა მზად იყო სისხლის ფასად დაეცვა ქართველი კაცისათვის უძვირფასესი განძი -მშობლიური ენა. მათმა თავდადებამ ნაყოფი გამოიღო-დღეს ქართველი კაცი ისევ ქართულად მეტყველებს და ჩვენს ქვეყანაში ქართული ისევ სახელმწიფო ენაა!!!
  ღმერთმა გაგვაძლებინოს ყველა განსაცდელისთვის!!! დედაენის მადლი გვფარავდეს!!!